კვერცხი, მარილი, ვანილი და შაქარი 7-10 წუთის განმავლობაში მიქსერით ვთქვიფოთ. სანამ ფაფუკ მასას მივიღებთ, ფრთხილად შევურიოთ გაცრილი ფქვილი, დავდოთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა ბისკვიტი გადმოვიტანოთ სუფთა ქაღალდზე ან ნესტიან ტილოზე და ფრთხილად გადავახვიოთ. ასე გავაჩეროთ, სანამ გაგრილდება. კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი, რძე და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით წამოვადუღოთ. ცხელ კრემს შევურიოთ ვანილი და კარაქი, გადავაკრათ ცელოფანი და გავაცივოთ. ბისკვიტი გავშალოთ, წავუსვათ კრემი, ზედ დავაწყოთ დაჭრილი ბანანი და მჭიდროდ გადავახვიოთ. სანამ ნამცხვარს დავჭრით, ჯერ მაცივარში გავაცივოთ 1 საათით, შემდეგ კი კაკაო მოვაყაროთ.