დღის დესერტი: ქოქოსის ნაყინი!
დღის დესერტი: ქოქოსის ნაყინი!
დრო 180წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

რა მაგარია, როცა ყველაზე ეგზოტიკური დესერტის მომზადება თავად შეგიძლია... დატკბით უგემრიელესი ნაყინით!

ინგრედიენტები

  • ნაღები - 100 მლ
  • ქოქოსის ნაღები - 200 მლ
  • შაქარი - 100 გ
  • ქოქოსი - 2 ცალი კაკალი
მომზადების წესები

გახვრიტეთ ქოქოსის კაკალი ღვინის გასახსნელის მეშვეობით და გადმოღვარეთ სითხე ჯამში.

შემდეგ დაამტვრიეთ კაკალი და დაჭერით რბილობი.

გადაიტენეთ ქოქოსის რბილობი ჯამში და ოდნავ ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.

ქოქოსის წვენს შეურიეთ ორივე სახეობის ნაღები და შაქარი, ათქვიფეთ კარგად. მიღებული კრემი შეათბეთ ცეცხლზე, შაქრის ბოლომდე გადნობამდე. თან ურიეთ.

მიღებულ კრემს დაუმატეთ ქოქოსის ათქვეფილი რბილობი, კარგად აურიეთ, გადაიტენეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში 2 საათით.

 

ტეგები:
ქოქოსი ნაყინი ნანახია: 2251