დაჭერით ხახვი და ნიახური. გაარჩიეთ და გაატარეთ პრესში ნიორი. გარეცხეთ პომიდორი და ბულგარული წიწაკა. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, მოათავსეთ ფირფიტაზე ყველა ბოსტნეული, მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცალეთ კანი შემწვარ პომიდორსა და ბულგარულს. ამ უკანასკნელს გააცალეთ თესლი. გადაიტანეთ ბლენდერში შემწვარი ბოსტნეული და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ აიღეთ საწური და გაატარეთ მიღებული მასა საწურში, რათა მოცილდეს ნაყოფის დარჩენილი წიბწები. გადაიტანეთ მიღებული პიურე ქვაბში. დაუმატეთ პომიდვრის პიურეს კონსერვი, ტომატპასტა, ტომატის ცხარე სოუსი, აურიეთ, შეათბეთ და დაუმატეთ მარილი გემოვნებით. სუფრასთან მიითანეთ რბილი ან პირიქით, კარგად გაცივებული. მოასხით ნაღები. გემრიელად მიირთვით.