აიღეთ ღრმა მინის ჯამი (2,4 მლ ტევადობის), ჩააფინეთ საკვების ცელოფანი. ყველა კენკრა გარეცხეთ, გაარჩიეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოათავსეთ ცელოფანდაფენილ ჯამში ჯერ ჟოლო თანაბარ ფენად და მოათავსეთ მაცივარში. დანარჩენი კენკრა გაანაწილეთ სხვადასხვა კონტეინერში და ისინიც მოათავსეთ მაცივარში. ამასობაში დაასხით ჟელატინს წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. ცალკე ჭურჭელში შაქრის სიროფს შეურიეთ 750 მლ წყალი. დამბალი ჟელატინი ხელით გაწურეთ, გადაღვარეთ დარჩენილი წყალი. გაწურულ ჟელატინს დაასხით 150 მლ ცხელი წყალი და ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსენება. შემდეგ კი დაუმატეთ სიროფს და კვლავ კარგად აურიეთ. მინის ჯამში, სადაც ჟოლო გააცივეთ ჩაასხით ცოტაოდენი ჟელატინის სიროფი. იმდენი, რომ კენკრა დაიფაროს. და მოათავსეთ მაცივარში 3 საათით. დარჩენილი ჟელატინის სიროფი თბილ ადგილას გააჩერეთ, რომ ძალიან არ შეიკრას. როცა ჟელეს პირველი ფენა კარგად გამყარდება, გამოიღეთ მაცივრიდან და ზემოდან გაანაწილეთ მოცვის ან შავის მოცხარის ფენა. მასაც დაასხით ჟელატინის სიროფი ისე, რომ დაიფაროს და კვლავ მოათვსეთ მაცივარში 1,5 საათით. გაიმეორეთ ეს პროცესი მესამე სახეობის კენკრაზეც, მასაც დაასხით ჟელატინი და შედგით 1,5 საათით მაცივარში. ბოლოს კი შედგით ჟელე მაცივარში მთელი ღამით. სანამ სუფრასთან მიიტანდეთ, მოათავსეთ მინის ჯამი ჟელეთი თბილწყლიან ჭურჭელში, სანამ ჟელე კედლებს არ მოცილდება. შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე და ფრთხილად გადმოიღეთ. მოაცალეთ ცელოფანი. მიირთვით ნაყინთან, ათქვეფილ ნაღებთან ან ერთად ათქვეფილ მასკარპონესა და შაქრის პუდრასთან ერთად. რჩევა: ჟელე აჯობებს მოამზადოთ 2 დღით ადრე, ვიდრე სუფრასთან მიიტანდეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ულუფებად, სხვადასხვა ჭურჭელში, მაგალითად ღვინის ბოკლებში. გემრიელად მიირთვით!