შოკოლადის ლავა მარტივად
შოკოლადის ლავა მარტივად
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 4 ს/კ
  • შავი შოკოლადი - 170 გ
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • კარაქი - 110 გ
  • ვანილი
  • მარილი
მომზადების წესები

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და
შოკოლადი, დავაცრათ ფქვილი, მარილი და ვანილი. ნამცხვრის პატარა ყალიბებს წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ბისკვიტის
მასა. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წთ.

ტეგები:
ნამცხვარი შოკოლადი ნანახია: 4696