საზამთროს გრანიტა: საუკეთესო დესერტი ცხელი დღეებისთვის
საზამთროს გრანიტა: საუკეთესო დესერტი ცხელი დღეებისთვის
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საზამთროს რბილობი - 4 კგ
  • თეთრი რომი - 100 მლ
  • ლაიმი - 4 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 0,75 მლ
მომზადების წესები

მოხარშეთ შაქრისა და წყლისგან სიროფი. დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე.

გამოწურეთ ლაიმიდან წვენი. დაუმატეთ ლაიმის წვენი სიროფს, მოურიეთ და გააცივეთ.

გაფცქვენით საზამთრო და გაარჩიეთ კურკებისგან.

საზამთროს რბილობი მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ რომი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შეურიეთ დაბლენდერებული საზამთროს მასა და გაცივებული სიროფი, კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში. გაყინული გრანიტა სუფრასთან მიტანამდე, შეგიძლიათ კვლავ დააბლენდეროთ. 

გემრიელად მიირთვით!