პიკანტური სალათი შემწვარი ჭარხლით და ობიანი ყველით
პიკანტური სალათი შემწვარი ჭარხლით და ობიანი ყველით
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჭარხალი - 2-3 მომცრო ბოლქვი , ახალი
  • ობიანი ყველი, სასურველი სახეობა - 50-60 გ
  • ქორფა სალათის ფოთლები, სასურველია რუკოლა
  • მოხალული არაქისი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
  • ძმარი ბალზამიკო - 1 ს.კ
  • დიჟონის მდოგვი
  • შავი პილპილი
მომზადების წესები
ღუმელში კანიანად შევწვათ გარეცხილ-გამშრალებული ჭარხალი, 180-200 გრადუსზე. ამის გაკეთება წინასწარაც შეიძლება, დროის დაზოგვის მიზნით. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია შეწვის ნაცვლად მოვხარშოთ.

ქორფა სალათის ფოთლებზე დავალაგოთ დაჭრილი ჭარხალი, მოვაყაროთ დატეხილი ყველი, მოხალული მარილიანი არაქისი და მოვასხათ სოუსი.

სოუსისთვის ერთმანეთს შევურიოთ ზეთი და ძმარი, დავამატოთ მდოგვი გემოვნებით.

ბოლოს თავზე მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი მსხვილად დაფქული შავი პილილი
ტეგები:
ჭარხალი ობიანი ყველი არაქისი ნანახია: 4158