ქათმის მწვადი კიტრის მწნილით
დრო 25წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • მჟავე კიტრი - 1 ცალი
  • თაფლი - 1 ს/კ
  • მდოგვი - 1 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს/კ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • ქარის ფხვნილი - მწიკვი
მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ მარინადი: ერთმანეთში აურიეთ და ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით სოიოს სოუსი, მდოგვი, თაფლი, ზეთი, მწიკვი მარილი და ქარის ფხვნილი.

დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად და დაამარინადეთ მომზადებულ სოუსში 2 საათით.

შემდეგ წამოაცვით ხის შამფურებზე დაჭრილი კიტრის მჟავეს მონაცვლეობით.

შეწვით საშუალო ცეცხლზე ცოტაოდენ ზეთში, ან გრილზე 5-5 წუთი ყველა მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კიტრის მწნილი ქათმის მწვადი ნანახია: 914