სწორკუთხა გამოსაცხობ ფორმაში დააფინეთ ფოლგა და მოათავსეთ საყინულეში. ორივე სახეობის ნაყინის ბრიკეტები საყინულედან გადაიტანეთ მაცივრის თაროზე, ოდნავ რომ გალღვეს. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში. ორივე სახეობის ნაყინი მოათავსეთ სხვადასხვა პლასტიკატის პაკეტებში, მოაჭერით პაკეტებს თავი და დაიწყეთ სწრაფად მოქმედება. გაცივებულ ფორმაზე ჯერ გამოუშვით ცოტაოდენი შოკოლადის ნაყინი, მოაყარეთ ფსტა ("ფისტაშკა"), მოასხით გამდნარი შოკოლადი, შემდეგ გაანაწილეთ ტომრის მეშვეობით ვანილის ნაყინი, კვლავ მოაყარეთ ფსტა, მოასხით შოკოლადი და გააგრძელეთ ფენები იგივე თანამიმდევრობით, სანამ ნაყინი გეყოფათ. ბოლოს გადააფარეთ ფოლგა და შედგით საყინულეში მთელი ღამით. მეორე დღეს გადმოიღეთ ნაყინი გაშლილ თეფშზე და მოაყარეთ ფსტა და გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!