ბადრიჯანი გავრეცხოთ და ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე შევწვათ ერთი მხრიდან. დავჭრათ ხახვი და ნიორი წვრილად და დავუმატოთ ბადრიჯანს. მეორე მხრიდანაც რომ კარგად შეიწვება, დავუმატოთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანილები. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ სანამ, პამიდორი კარგად ჩაითუთქება.