გაფცქვენით ხახვი, დაჭერით თხელ ნახევარწრეებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ვაშლის ძმარი. დაჭერით წმინდად ქინძი, პომიდორი კი - თხელ ნახევარწრეებად. აურიეთ ერთმანეთში დამარინადებული ხახვი, ქინძი და პომიდორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი. სუფრასთან მიიტანეთ მაშინვე. გემრიელად მიირთვით!