კარაქს შევურიოთ შაქარი, ვანილი, ცედრა, შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ნუში. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილიც -რბილი ცომი უნდა მივიღოთ.ცომიგადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში 22-24 სმ დიამეტრით და სანამ კრემს მოვამზადებთ, მაცივარში შევდოთ.კრემისთვის ფქვილს შევურიოთ შაქარი და ცედრა, დავამატოთ გულები და ცოტა რძე. კარგად გავხსნათ, დარჩენილი რძე და ღვინოც დავამატოთ. დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით გავაკეთოთ კრემი. რომ შესქელდება გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავაციოთბოსტნეულის სათლელით კანიან ვაშლებს ავაფცქვნათ თხელი ლენტები. შემდეგ ეს ლენტები ვარდებივით დავახვიოთ ერთმანეთზე. ცომზე დავასხათ კრემი, ზემოდან დავალაგოთ ვარდებივარდებს სიპრიალისთვის გადავუსვათ შემთბარი კონფიტიური, მაგალიტად გარგრის, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სანამ ცომი არ გაოქროსფერდება და ვაშლებიც არ შეიწვება.