ბანანის დესერტი - სემიფრედო
ბანანის დესერტი - სემიფრედო
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 %-38% - 300 მლ
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • ბანანი - 3 ცალი
  • წითელი ღვინო, ტკბილი - 4 ს/კ
  • 1 ლიმონის წვენი
  • ყავისფერი შაქარი - წმინდა, 100 გ
მომზადების წესები

მოათავსე ცეცხლგამძლე ჭურჭელში, კვერცხის გული, შაქარი და ღვინო, დადგით წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ, სანამ ჰაეროვან, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამას დაახლოებით 6-8 წუთი დაჭირდება.

მიღებული მასა გადმოდგით წყლის აბაზანიდან და გააგრილეთ.

ამასობაში გაფცქვენით ბანანი, დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ათქვიფეთ ნაღები მკვრივი, ღრუბელივით მასის მიღებამდე, დაუმატეთ ბანანის პიურე, გაგრილებული კვერცხის მასა და  აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ფრთხილად გაანაწილეთ კერამიკის ჭურჭელში ან მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და შედგით საყინულეში 40-50 წუთით.

საოცარი დესერტი მზად არის... სუფრასთან მიტანისას მოასხით გამდნარი შოკოლადი, მოაყარეთ ხილი, თხილი ან სიმინდის ბურბუშელა.

გემრიელად მიირთვით!