კვერცხით და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავუმატოთ შედედებული რძე და არაჟანი, გავთქვიფოთ კარგად და დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები ანუ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. გამოვაცხოთ 20 სმ ყალიბში 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-35 წთ. გლაზური: ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ დატეხილ შავ შოკოლადს. გავაჩეროთ 2-3 წთ და ამოვურიოთ სანამ შოკოლადი ბოლომდე გაიხსნება. 28-30 გრადუსზე შემთბარი გლაზური მზადაა გადასასხმელად.