საქონლის ღვიძლი ბოსტნეულით
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ღვიძლი - 300 გ
  • პომიდორი - 4 ცალი პატარა ზომის
  • კარტოფილი - 2 ცალი
  • კარაქი - შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

საქონლის ღვიძლი დავჭრათ, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და კარაქში შევწვათ საშუალო ცეცხლზე. პამიდვრები შუაზე გავჭრათ, ხახვი და კარტოფილი მსხვილად დავჭრათ. პამიდორი და კარტოფილი ცალ-ცალკე შევწვათ ცხიმში, შევურიოთ ღვიძლი, მოვაყაროთ ხახვი და თავსახური დავახუროთ. ტაფა 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე და გადმოვდგათ.

ტეგები:
ბოსტნეული საქონლის ღვიძლი ნანახია: 1979