დაჭერით წმინდად ხახვი. გაადნეთ კარაქი ქვაბში და მოხრაკეთ ხახვი დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, ბარდა, მარილი და პილპილი გემოვნებით. დაასხით წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი კარგად არ მოიხარშება. გადმოდგით სუპი ცეცხლიდან, დაუმატეთ დაჭრილი პიტნა, ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციის მიღებამდე. სუფრასთან მიიტანეთ ნაკლებცხიმიან არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით!