ჟელეს დესერტი საზამთროში
დრო 180წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი მშრალი ღვინო - 1 ჭიქა
  • საზამთრო - 2-3 კგ-იანი
  • ჟელატინი - 5 ს/კ
  • სასურველი ხილი ან კენკრა
  • დარიჩინი
  • შაქარი - 2 ჭიქა
მომზადების წესები

გარეცხეთ კარგად საზამთრო, გადაჭერით შუაზე და ფრთხილად ამოაცალეთ რბილობი.

საზამთროს კედლები შიგნიდან მაქსიმალურად თანაბარი უნდა იყოს.

დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი. საზამთროს თითოეული ნაჭერი (გარსი) დადეთ ორთქლზე განაჭრელით ქვევით 4-5 წუთის განმავლობაში.

საზამთროს რბილობი გაატარეთ საცერში.

ხილი გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და დაჭერით კუბიკებად. კენკრა გაარჩიეთ (თუ ალუბალია, გამოაცალეთ კურკა, ყურძენს კი - წიბწა).

0,5 ჭიქა წყლისა და 1 ჭიქა შაქრისგან მოხარშეთ სიროფი,  პატარ-პატარა ულუფებად მოათავსეთ სიროფში ხილი და ხარშეთ 2-2 წუთი. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ ჩიშალოს ხილი, არ გადახარშოთ. ამოიღეთ ცხელი წიროფიდან საწურით.

ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ თბილ, ანადუღარ წყალში. ხილის ნახარშ სიროფს დაუმატეთ გახეხილი საზამთრო, დარჩენილი შაქარი, ღვინო და დარიჩინი. დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 2-3 წუთი.

გაწურეთ, გააგრილეთ და შეურიეთ გაფუებული ჟელატინი.

საზამთოს კანის ერთ ნახევარში მოათავსეთ სიროფში მოხარშული ხილის ნაწილი, დაასხით გაგრილებული საზამთროს წვენი, მოათავსეთ მაცივარში. როცა გამაგრდება, გამოიღეთ, დაალაგეთ კვლავ ხილის ულუფა, მოასხით ჟელატინიანი მასა და კვლავ მოათავსეთ მაცივარში. როცა საზამთროს ორივე ნახევარი ხილითა და ჟელატინიანი სიროფით გაივსება, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში მინუმუმ 4 საათით. მზა ჟელე დაჭერით სასურველ ნაჭრებად და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით! 

 

ტეგები:
ჟელე ხილი საზამთრო ნანახია: 2849