გავაცხელოთ რძე და ჩავადნოთ შოკოლადი. პარალელურად, ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. დავამატოთ ცოტაოდენი რძე, ავურიოთ და შემდეგ ისევ რძიან ქვაბში ჩავაბრუნოთ ეს მასა. დავდგათ ცეცხლზე და თან ვურიოთ ხის კოვზით. მასა ცოტა შესქელდება, დავაკვირდეთ, თუ ამოღებისას კოვზზე დაეფინება, უკვე მზადაა . გავაციოთ და გავყინოთ. გაყინვის პროცესში პერიოდულად კარგად ავურიოთ.