მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კივისა და ვაშლის მურაბა!
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კივისა და ვაშლის მურაბა!
დრო 90წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კივი - 1 კგ
  • ვაშლი - 2 კგ
  • შაქარი - 1 კგ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • წყალი - 1 ჭიქა
მომზადების წესები

ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად.

კივიც ასევე გაფცქვენით და დაჭერით.

მოათავსეთ დაჭრილი ხილი ღრმა ქვაბში, ზემოდან დააწურეთ ერთი ლიმონი. ამას იმისათვის ვაკეთებთ, რომ არ გაშავდეს ხილი.

შემდეგ დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და გააჩერეთ ასე 1 საათით, რათა გამოიღოს წვენი. 

შემდეგ დადგით ქვაბი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გააცივეთ მურაბა, კვლავ დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

გაანაწილეთ ცხელ-ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში და დაახურეთ ჰერმეტულად.

 

ტეგები:
ვაშლი მურაბა კივი ნანახია: 10618