ბერძნული სალათა ორისთვის
ბერძნული სალათა ორისთვის
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ლიმონის წვენი - 2 ს/კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ხმელი ორეგანო - 2 ჩ/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შავი პილპილი - მწიკვი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • ყველი ფეტა - 150 გ
  • ზეთისხილი, უკურკო - 18 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ტკბილი მწვანე წიწაკა - 1 ცალი
მომზადების წესები

პატარა ქილაში  ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, პრესში გატარებული ან წმინდად დაჭრილი ნიორი, ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი. დააფარეთ თავსახუთი და კარგად შეანჯღრიეთ ქილა.

ჯამში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, მრგვლად დაჭრილი კიტრი, ალყა-ალყა დაჭრილი წითელი ხახვი, მრგვლად დაჭრილი მწვანე წიწაკა, კუბიკებად დაჭრილი ყველი ფეტა და ზეთისხილი.

სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ზეითუნის ზეთის სოუსი და მოაყარეთ ახცალდაფქული პილპილი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალათა ბერძნული სალათა ნანახია: 4535