ბანანის უგემრიელესი რულეტი 20 წუთში
ბანანის უგემრიელესი რულეტი 20 წუთში
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბანანი - 2 ცალი
  • ფენოვანი ცომი - 1 ფირფიტა
  • ნუთელა ან სხვა მსგავსი კრემი - (გამოდგება შესქელებული რძეც), 150 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შოკოლადი - 150 გ
მომზადების წესები

დაჭერით 2 ცალი ბანანი 12 თანაბარ ნაჭრად. შემდეგ გაფცქვენით.

გააბრტყელეთ ცომი. დაალაგეთ ბანანის ნაჭრები სიგანაზე. დატოვეთ 3-5 სმ ადგილი და დაჭერით ცომი სიგრძეზე იმდენჯერ, რამდენი ბანანის ნაჭერით დევს ცომზე.

შეათბეთ ოდნავ შოკოლადის პასტა და მოასხით ბანანის ნაჭრებს.

ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი.

ღუმელის გამოსაცხობი ფირფიტის შუაგულში მოათავსეთ მაფინის სილიკონის ფორმა, ირგვლივ კი შემოახვიეთ რულეტი.

ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით რულეტს. ცენტრში მოთავსებულ ფორმაში მოათვსეთ დამტვრეული შოკოლადი. აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ბანანის უგემრიელესი რულეტი მზად არის! გემრიელად მიირთვით!