ხურტკმელის უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კომპოტი
ხურტკმელის უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კომპოტი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხურტკმელი - 500 გ
  • შაქარი - 150 გ
  • წყალი - 1 ლ
  • პიტნის ფოთლები - 5 ცალი
მომზადების წესები

ხურტკმელი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაჩხვლიტეთ "ბულავკით", რათა თერმული დამუშავებისას არ დასკდეს.

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, პიტნა და დაასხით წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამ დროს დაუმატეთ ხურტკმელი.

როცა კომპუტი ადუღდება, ხარშეთ კიდევ 20 წუთი და გამორთეთ ცეცხლი. გააგრილეთ.

სუფრასთან მიტანამდე, ამოიღეთ კომპოტიდან პიტნის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
კომპოტი ხურტკმელი ნანახია: 2048