დესერტი "ნეტარება" პლომბირის ნაყინითა და ხილით
დესერტი "ნეტარება" პლომბირის ნაყინითა და ხილით
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პლომბირის ნაყინი - 200 გ
  • კივი - 1 ცალი
  • ბანანი - 1 ცალი
  • ვაშლი - 1/2 ცალი
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • კაკაო - ხსნადი, 1 ჩ/კ
მომზადების წესები

გარეცხეთ და გაფცქვენით ყველა ხილი.

დაჭერით პატარა კუბიკებად ყველა ხილი. ხილის დაჭრისას გამოსული წვენი ჩაასხით რაიმე ჭურჭელში (ფორთოხალი ოდნავ კიდევ გამოწურეთ).

დაჭრილი ხილი ჩაყარეთ სასალათეში, დაუმატეთ ნაყინი და აურიეთ.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
დესერტი ნაყინი ხილი ნანახია: 3681