პამიდვრის სალათა მწყრის კვერცხითა და ბროკოლით
პამიდვრის სალათა მწყრის კვერცხითა და ბროკოლით
დრო 20წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

რჩევა
მწყრის კვერცხის ნაცვლად შეგვიძლია 2 ცალი ქათმის კვერცხი გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ბროკოლი - 200 გ
  • პამიდორი - 1-2 ცალი
  • ყველი ფეტა ან ბრინზა - 100 გ
  • მწყრის კვერცხი - 6 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - ცივი გამოხდის
  • ლიმონის წვენი ან ძმარი
  • მარილი
  • ხმელი ორეგანო (თავშავა)
მომზადების წესები

პამიდორი და ყველი დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად.
ბროკოლი დავყოთ ყვავილედებად და მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში, შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. მწყრის კვერცხი მოვხარშოთ და შუაზე გავჭრათ. მომზადებული ინგრედიენტები ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და ორეგანო, მოვასხათ ზეთი და ძმარი.