ის, რაც ზამთრისთვის აუცილებლად უნდა მოამზადოთ - ნივრის მარინადი სახლის პირობებში (სამეფო რეცეპტი)
ის, რაც ზამთრისთვის აუცილებლად უნდა მოამზადოთ - ნივრის მარინადი სახლის პირობებში (სამეფო რეცეპტი)
დრო 1440წთ
ულუფა 1
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ჩ.კ
  • როზმარინი - 1 ტოტი
  • ქონდარი - 1 ტოტი
  • შავი პილპილი - 10 მარცვალი
  • წიწაკა ჩილი - 1
  • თეთრი ღვინის ძმარი - 1/2 ჭ
  • თეთრი ღვინო - 1/2 ჭ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • ნიორი - 1 ჭ. გარჩეული
მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი, ნივრის გარდა, შეურიეთ და წამოადუღეთ პატარა ქვაბში.  ცეცხლს დაუწიეთ და 5 წუთი ადუღეთ.

ჩავყაროთ ნიორი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვრთოთ ცეცხლი და დავტოვოთ თავდახურული 1 დღე-ღამე. ამ დროის განმავლობაში 1-ხელ კიდევ აადუღეთ, შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.

მზად იქნება 5 დღის შემდეგ, ინახება თითქმის მთელი წელი.