ზარმაცების ხაჭაპური
ზარმაცების ხაჭაპური
დრო 30წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი (მაგარი სახეობის) - 250 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 120 გ
  • ერბო ან ზეთი - 100 გ შესაწვავად
მომზადების წესები

გახეხეთ ყველი მსხვილად, დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

გაადნეთ ტაფაზე ერბო, ან დაასხით ზეთი. დაასხით ხაჭაპურის ცომი სადილის კოვზით  შეწვით ორივე მხრიდან.

სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
არაჟანი ყველი ხაჭაპური ნანახია: 8055