
გაჭერით ნესვი შუაზე, გაასუფთავეთ შიგნეულობისგან. დაჭერით 2-2,5 სმ სისქის მოგრძო ნაჭრებად. გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
ლიმონს გააცალეთ სპეციალური სათლელით ცედრა, გამოწურეთ წვენი. შაქრისა და ლიმონის წვენისგან მოხარშეთ სქელი სიროფი. დაუმატეთ 1-2 ს/კ ცედრა, აურიეთ და გააგრილეთ.
დაჭრილ ნესვის კუბიკებს მოასხით სიროფი და გააჩერეთ 30 წუთი, რათა არგად გაუჯდეს სიროფი ხილს.
გემრიელად მიირთვით. უხდება ვანილის ნაყინი.