ბადრიჯანი გარეცხეთ, მოაჭერით კუდი და დაჭერით კანიანად მსხვილ კუბიკებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ. ტკბილი წიწაკა და სტაფილო დაჭერით კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად. პომიდორი გახეხეთ. შეწვით ბადრიჯანი ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და ტკბილი წიწაკა და გააგრძელეთ მოხრაკვა. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი. თუშეთ დაბალ ცეცლზე 20 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. გააგრძელეთ თუშვა კიდევ 5-10 წუთი. გადმოდგით კერძი ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი. დააფარეთ თავსახური, ოღონდ ჰერმეტულად არა, დაუტოვეთ ადგილი ჰაერისთვის და გააჩერეთ ასე 10 წუთი, სანამ სუფრასთან მიიტანდეთ. გემრიელად მიირთვით!