დრო
1440წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ჭარხალი - 1 კგ
- შავი პილპილი - 5 მარცვალი
- დაფნა - 2 ფოთოლი
- მიხაკი - 5 ცალი
- წყალი - 2 ჭ
- შაქარი - 1.5 ს.კ
- მარილი - 1/2 ს.კ
- ძმარი - 1/2 ჭ
მომზადების წესები
ჭარხალი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ, გავფცქვნათ და დავჭრათ, მოვათავსოთ ქილაში ან სხვა მინის ჭურჭელში.
1 ლ. წყალში გავხსნათ ძმარი, მარილი,შაქარი, სანელებლები და წამოვადუღოთ. როდესაც სითხე გაგრილდება, დავასხათ დაჭრილ ჭარხალს და დავახუროთ საფარებელი.
ჭარხალი მზად იქნება 24 საათის შემდეგ.