აკაციის ყვავილებს ყუნწები დავაჭრათ, დავასხათ ცივი წყალი, დავაყაროთ ლიმონმჟავა და გავაჩეროთ 2-3 საათი, შემდეგ გადავწუროთ. ცალკე შაქრითა და 1 ლ ცივი წყლით ავადუღოთ სიროფი, ჩავყაროთ ყვავილი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. როცა ყვავილი დარბილდება, ჩავაწუროთ ლიმონი და ვხარშოთ, სანამ სიროფი სასურველ კონსისტენციას მიიღებს, შემდეგ მზა მურაბა გასტერილებულ ქილებში ჩავასხათ.