ქათმის ღვიძლი არაჟანში - მაკარონთან ერთად
ქათმის ღვიძლი არაჟანში - მაკარონთან ერთად
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი - 500 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • არაჟანი - 5 ს/კ
  • მაკარონი - 300 გ
  • მარილი და სანელებლები - გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • მწვანილი - გასაფორმებლად
მომზადების წესები

მაკარონი მოხარშეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად. გადაწურეთ.

სტაფილო და ხახვი გაფცქვენით.

სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხახვი დაჭერით წმინდად.

მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო ზეთში, დაუმატეთ გარეცხილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი ღვიძლი, დაახურეთ ტაფას თავსახური და თუშეთ, სანამ ღვიძლი არ დარბილდება. 

შემდეგ მოასხით არაჟანი, დაუმატეთ მარილი და სასურველი სანელებლები (პილპილი, ხმელი ქონდარი და სხვა...). თუშეთ კიდევ 5-7 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ მოთუშილი ღვიძლი მაკარონს და აურიეთ.

სუფრასთან მიტანისას მორთეთ სასურველი დაჭრილი მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ღვიძლი არაჟანი მაკარონი ნანახია: 6307