ტკბილ წიწაკას მოაცალეთ ყუნწი, ამოაცალეთ გულსართი და დაჭერით პატარა კუბიკებად. ყაბაყი გაფცქვენით (თუ ის ქორფაა, შეგიძლიათ, დაუტოვოთ კანი) და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ოთხად, ნიორი დაჭერით წვრილად, ოხრახუში - წმინდად, ხოლო პომიდორი გახეხეთ ისე, რომ ხელში მისი კანი დაგრჩეთ. ის არ დაგჭირდებათ. დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და ტკბილი წიწაკა და ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში, თან პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ ორეგანო, ყაბაყი, ნიორი და თუშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. დაუმატეთ სიმინდის მარცვლები, გახეხილი პომიდორი, ოხრახუში, დააფარეთ თავსახური, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და თუშეთ 15 წუთი. შეკმაზეთ რაგუ მარილით, პილპილით და კაიენური წიწაკით გემოვნებით. თუ რაგუმ ბევრი წვენი გამოუშვა, მოუმატეთ ცეცხლე, მოხადეთ თავსახური და ასე გააგრძელეთ მოთუშვა, თან ურიეთ, სანამ წვენი არ ამოშრება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი. გემრიელად მიირთვით!