დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 120 გ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილი და ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ 1 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის გული. ფქვილი გაცერით გამაფხვიერებელთან ერთად და დაუმატეთ ძირითად მასას. მოზილეთ სქელი ცომი. გამოსაცხობ ფორმაში (24 X 24-ზე) ჩააფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეები ამოწეული ქონდეს (ასე უფრო მარტივად გადმოიღებთ ბისკვიტს), წაუსვით კარაქი და გაანაწილეთ ცომი თანაბრად. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. ხაჭოს ფენის მოსამზადებლად ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო და 2 კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილის პუდინგის ფხვნილი, 150 მლ რძე, 165 გ შაქარი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოიღეთ ღუმელიდან ბისკვიტი (ის ბოლომდე გამომცხვარი არ იქნება), გაანაწილეთ ზედ ხაჭოს მასა და აცხვეთ 170-180 გრადუსზე 40-45 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან (ხაჭოს ფენა ოდნავ რბილი და მოძრავი იქნება). ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, როგორც კი თეთრ ღრუბელივით მასას მიიღებთ, დაუმატეთ წმინდა შაქარი 100 გრამი, ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა. თქვიფეთ მკვრივი თეთრი მასის მიღებამდე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. გაანაწილეთ ბეზე ბისკვიტზე, შეაბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი. ბეზე ძალიან არ უნდა გამოცხვეთ. გააცივეთ ნამცხვარი ოთახის ტემპერატურაზე და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!