ლაიმონათი - ყველაზე გამაგრილებელი სასმელი!
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლაიმი - 6 ცალი
  • ყინული
  • მარილი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • ლაიმის ნაჭრები - მოსართავად

მომზადების წესები

გამოწურეთ ლაიმი და მოათავსეთ წვენი საყინულეში. 

გამოწურული ლაიმის ნაჭრებს დაასხით 750 მლ ადუღებული წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, შაქრის პუდრა და გააჩერეთ 15 წუთი.

შემდეგ გაწურეთ და წვენს დაუმატეთ გაცივებული ლაიმის წვენი. გადაასხით გრაფინში, ჩაყარეთ ყინულის კუბიკები და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.

სუფრასთან მიტანისას, შეგიძლიათ დაუმატოთ კიდევ ყინულის კუბები თითოეულ ჭიქაში და მორთოთ ლაიმის ნაჭრებით.

 

ტეგები:
ლიმონათი ლაიმი ნანახია: 1395