გაფცქვნილი ყაბაყი გაატარეთ და გააჩერეთ ასე 1-2 საათი. შემდეგ გადაიტანეთ ემალის ქვაბში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი, ტომატპასტა. დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 1,5 საათის განმავლობაში. ძმარი გახსენით 1 ჭიქა წყალში, დაუმატეთ ყაბაყის მასას, იქვე დაუმატეთ გატარებული ნიორი, მწვანილი და თუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.