ქილაში ჩაასხით 2 ჭიქა თქვენი საყვარელი თეთრი ღვინო, დაუმატეთ 1/4 ჭიქა შაქარი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ყურძნის მარცვლები. დააფარეთ ქილას თავსახური და გააჩერეთ 12 საათი მაცივარში, რათა ყურძენმა კარგად შეითვისოს ღვინის არომატი. შემდეგ ამოიღეთ ქილიდან ყურძენი. ღვინო არ გადაღვაროთ, სასიამოვნო დასალევი იქნება. დარჩენილი შაქარი დაყარეთ გაშლილ თეფშზე და ამოავლეთ მასში ყურძნის მარცვლები. შაქრიანი ყურძენი დაყარეთ გაშლილ თეფშზე, გადააფარეთ პერგამენტის ქალადი და მოათავსეთ საყინულეში 3-4 საათით. შემდეგ კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ უჩვეულო და უგემრიელესი დესერტით!