სიმინდი დავამტვრიოთ. კარაქი გავადნოთ. ნიორი დავნაყოთ და შევურიოთ წიწაკა. სიმინდებს მოვაყაროთ მარილი, შევაზილოთ ნივრისა და პილპილის ნარევი და წავუსვათ კარაქი. შემდეგ მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ ფორმაში და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება.