ჭახრაკინა ჭყინტი ყველითა და ჭარხლის ფოთლებით
ჭახრაკინა ჭყინტი ყველითა და ჭარხლის ფოთლებით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • ფქვილი - 1 კგ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • საფუარი
  • თბილი წყალი - რასაც შეიზელს
გულსართი:
  • ჭარხლის ფოთლები - 1 დიდი კონა
  • ჭყინტი ყველი - 350 გ
  • მარილი
მომზადების წესები

ჭარხლის ფოთოლი გავრეცხოთ, დავჭრათ და შევურიოთ გახეხილი ყველი. აფუებული ცომი გავყოთ 4 თანაბარ გუნდად,
თითოეული გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ უცხიმოდ ტაფაზე. გამომცხვარ მხლოვანებს
გადავუსვათ ზემოდან ერბო.