სტაფილო, წიწაკა და ბადრიჯანი თხელ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი. პამიდორს კანი გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. აჯაფსანდალი ვხარშოთ თავდახურული, ხანდახან ამოვურიოთ. თუ წვენი დააშრა, ცოტა წყალი დავუმატოთ.