ბლინები ატმითა და შოკოლადით
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 130 გ
  • მარილი
  • კვერცხი - 2 ცალი, მოზრდილი
  • შაქარი - 2 ს/კ
  • რძე ან კეფირი - 300 მლ
  • ვანილი
  • გამდნარი კარაქი - 30 გ
  • ნაღები 20-33% - 200 მლ
  • შაქრის პუდრა - 2 ს/კ
  • გამდნარი შოკოლადი
  • ატამი - 4 ცალი
  • მოცვი - ნახევარი ჭიქა
  • პიტნის ფოთლები

მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ ბლენდერით. შეწვის დროს, ტაფაზე გავადნოთ ცოტაოდენი კარაქი, დავასხათ ცომი და ორივე
მხრიდან გამოვაცხოთ თხელი ბლინები. ნაღები და შაქრის პუდრი კარგად ავთქვიფოთ. შეგრილებულ ბლინებში ჩავდოთ გათქვეფილი ნაღები, დაჭრილი ატამი და მოცვი, ზემოდან მოვასხათ შოკოლადი და გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით.