
გამდნარი კარაქში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და შაქარი. ათქვიფეთ კარგად.
შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კაკაო, მოზილეთ ცომი.
დააქუცმაცეთ გარჩეული თხილი და დაუმატეთ ცომს.
გააკეთეთ ცომისგან პატარ-პატარა ბლითები.
ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ მასზე ნამცხვრები.
შედგით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 7 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი ნამცხვრები გააცივეთ.
გაადნეთ წყლის აბაზანაზე შოკოლადი. ამოავლეთ ნამცხვრის ნახევარი გამდნარ შოკოლადში. დაალაგეთ პერგამენდაფენილ გაშლილ ზედაპირზე და გააცივეთ მაცივარში 15 წუთით.
გემრიელად მიირთვით!