გავრეცხოთ ვაშლატამა და დავჭრათ თხელ, მოგრძო ნაჭრებად. წყალი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ 5 წთ. შემდეგ ჩავდოთ ჩაის პაკეტები, დაჭრილი ხილი და დავაფაროთ თავსახური. შევფუთოთ ჩაის ტილოთი და გავაჩეროთ, სანამ ბოლომდე გაცივდება. შემდეგ გადავწუროთ, ჩავასხათ ჭიქებში და დავუმატოთ ყინული.