გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ რძეში დამბალი, შემდეგ კი გაწურული პური და ხახვი. დაუმატეთ ხორცის ფარშს, შეკმაზეთ მარილით, პილპილითა და პაპრიკით გემოვნებით და კარგად აურიეთ. წაუსვით ღუმელის ფირფიტას ზეთი, დაისველეთ ხელები ცივ წყალში და გააკეთეთ ფარშისგან კატლეტები. დაალაგეთ ფირფიტაზე. შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის დანმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ სოუსი: არაჟანში აურიეთ ტომატპასტა, ხმელი სუნელი, პაპრიკა და მარილი. თუ სოუსი ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ გაათხელოთ ცოტაოდენი წყლით. მოასხით კატლეტებს მიღებული სოუსი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 20-25 წუთი. გემრიელი, ნაზი და დაბრაწული კატლეტები მზად არის. გემრიელად მიირთვით!