სამურაბე თასში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. როცა სიროფი გამჭვირვალე გახდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ, ჩავყაროთ ვაშლატამა და სიროფში გავაცივოთ. მურაბა კვლავ დავადგათ ცეცხლზე და 5 წუთი ვადუღოთ, შემდეგ კვლავ გავაცივოთ. ეს პროცედურა კიდევ ორჯერ გავიმეოროთ. როცა სიროფი შესქელდება, დავუმატოთ ვანილი და ქილებში ჩავასხათ.