თბილ რძეში ჩავაგდოთ კარაქი და გავადნოთ. ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი. დავუმატოთ კვერცხი, თბილი რძე და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად. შემდეგ გავშალოთ ცომი, გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ შაქარი, ნიგოზი და დარბილებული კარაქი, გადავახვიოთ რულეტივით, დავჭრათ და დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდევ ერთხელ ამოვაფუოთ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე სანამ გაოქროსფრდება.