ხის სოკო პომიდვრითა და სულგუნით
ხის სოკო პომიდვრითა და სულგუნით
დრო 30წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხის სოკო - გ
  • ხახვი - 2 თავი
  • პომიდორი - 1 ცალი, დიდი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ქინძი და რეჰანი - 1 კონა
  • სულგუნის ნაჭერი - 4-5 ცალი
  • ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა
მომზადების წესები

ხის სოკო ხელით დავაქცუმაცოთ, ხახვი მსხვილად დავჭრათ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ პამიდორი, დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვშუშოთ, სანამ პამიდორი დარბილდება, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. კერძს რამდენჯერმე ამოვურიოთ და ცეცხლგამძლე ფორმაში გადავიტანოთ.
სოკოს ზემოდან დავაწყოთ სულგუნის ნაჭრები და 5-10 წუთით გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ სულგუნი გადნება.

ტეგები:
სოკო სულგუნი პომიდორი ხის სოკო ნანახია: 1581