
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, სოდა ძმრით და ფქვილი, გავყოთ სამ ფენად და ფქვილიანი
ხელებით თხლად გავაბრტყელოთ. ცილითა და შაქრით ბეზეს მასა მოვამზადოთ, ფენებზე გადავანაწილოთ და 180 გრადუსზე 20-25 წუთი ვაცხოთ, შემდეგ გავაგრილოთ. ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, 200 გ კენკრა დავჭყლიტოთ.
კრემი ფენებს წავუსვათ, და დაჭყლეტილი კენკრა მოვაყაროთ, დანარჩენი კენკრით კი ზემოდან მოვრთოთ. მაცივარში შევინახოთ 1-2 საათით.