ქათამი ნაჭრებად დავჭრათ და კარაქში შევბრაწოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ტომატპასტა დავუმატოთ ქათმის ხორცს, ამოვურიოთ და დავუმატოთ პამიდორიც. ტაფას სახურავი დავახუროთ და ვშუშოთ პამიდვრის მომზადებამდე. ერთად დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ქინძი და ნიორი, შევურიოთ ჩახოხბილს, ბოლოს კი დაჭრილი პიტნა და რეჰანი მოვაყაროთ.