პიტნის მურაბა
პიტნის მურაბა
დრო 720წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონმჟავა - დანის წვერით
  • შაქარი - 1 კგ
  • პიტნა - 300 გ
მომზადების წესები

პიტნის ტოტებს (ფოთლებიანად, ანუ მთლიან ღეროებს) დავაყაროთ 500 გ შაქარი, ლიმონმჟავა, მსუბუქად დავსრისოთ და 6 საათით დავტოვოთ, რომ წვენი გაუშვას.

მოვამზადოთ შაქრის სიროპი დარჩენილი შაქრისგან და 1 ჭიქა წყლისგან. დავასხათ პიტნას და დავტოვოთ კიდევ 6 საათით.

შემდეგ დავდგათ მურაბა დაბალ ცეცხლზე და 5 წუთით წამოვადუღოთ. ჩავასხათ ცხელი მურაბა სუფთა ქილებში.

სურვილის შემთხვევაში, მზა მურაბიდან ტოტები ამოვიღოთ, ან სულაც გადავწუროთ ეს მასა და ისე ჩავასხათ ქილებში. 

 

ტეგები:
მურაბა პიტნა ადგილზე მიტანით ნანახია: 104136