ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და მოვშუშოთ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო, როცა მოიშუშება, შევურიოთ მარილი და პილპილი. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, გავუკეთოთ გვერდები. ზედ დავადოთ გაგრილებული სოკოს გულსართი, დაჭრილი ბოსტნეული, მოვაყაროთ ყველი, გვერდები გადმოვუკეცოთ და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა ღვეზელი მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით.